თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, სომეხი ინტელექტუალები ხშირად იკრიბებოდნენ და სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ.
“ღმერთის ამ მოწყენილ სამყაროში ყველა სიყვარულის ღირსია” წერდა ჰრანტ მათევოსიანი, რომლის ნამუშევრების ნაწილი ქართულად თარგმნეს და ახლა უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მკითხველისთვისაც.
12 თებერვალს, “კავკასიურ სახლში” ჰრანტ მათევოსიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი პოლიტიკური მოღვაწეები, მწერლები და მთარგმნელები, ასევე საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები.
ზეზვა მედულაშვილი, რომელმაც თარგმნა ჰრანტ მათევოსიანის ნაწარმოები, საუბრობდა მწერლის შესახებ. ის პირადად იცნობდა მათევოსიანს, თუმცა მათი გაცნობა წიგნების თარგმანის შემდეგ მოხდა.
“ჰრანტის ნაწარმოების თარგმნა ძალიან ძნელია, ვხუმრობდით კიდეც, რომ ჯერ სომხურიდან უფრო გასაგებ სომხურზე გადავითარგმნოთ. კითხვაც კი ძნელი იყო”, – ყვება მედულაშვილი, რომელმაც წიგნის “ჩემი მგელი” თარგმნისათვის “მაჩაბლის სახელობის მედალი” მიიღო.
“ნახეს, რომ სომხებმა ჩარენცის სახელობის მედალი მომცეს, ქართველებმაც გადაწყვიტეს იგივე გაეკეთებინათ”, – ამბობს ის.
გიორგი ლობჟანიძე, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას და მათევოსიანის ნამუშევრებიდან კითხულობდა ლექსებს.
“სადაც მათევოსიანს ეძახიან, მახსენდება სევაკი. ალბათ, იმიტომ, რომ ამ ორი დიდი პოეტის მთავარი მთარგმნელები ამ დარბაზშია (ზეზვა მედულაშვილი და გივი შაჰაზარიანი)”, – ამბობს ლობჟანიძე და დასძენს, “პირველ რიგში, მე მეგონა, რომ არავინ მოვიდოდა, რადგან ყველას ახლა თანამედროვე ლიტერატურა აინტერესებთ, რაც სამწუხაროა. ეს თარგმანები სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უნდა ასწავლონ.”
“თუ რეალურ ლიტერატურასთან ურთიერთობთ, არ წაიკითხოთ მათევოსიანი მიუღებელია”, – აღნიშნა გივი შაჰაზარიანმა თავის გამოსვლაში.
ლობჟანიძის განცხადებით, ისინი აპირებენ გამოაქვეყნონ ჰრანტ მათევოსიანის უკვე თარგმნილი წიგნები.