საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია აცხადებს სასკოლო კონკურსს ისტორიაში:
“როგორია იყო ახალგაზრდა მე-20 საუკუნის საქართველოში ? როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდით? როგორ იცხოვრებდი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს 1918-1921 წლებში? რას ფიქრობ, როგორ ისვენებდნენ მოსწავლეები, როდესაც საქართველო საბჭოთა რესპუბლიკა იყო? რა ბარიერები ექნებოდათ მათ? გაქვს თუ არა წარმოდგენა, როგორ უძლებდნენ შენი ასაკის ახალგაზრდები რთულ დროებას 1990-იანებში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა? რა გამოცდილება მიიღეს მათ აღნიშნული პერიოდის ბევრი გამოწვევისგან? რა სახის გატაცებები ჰქონდათ და რა აწუხებდათ ყველაზე მეტად? რას წარმოადგენდა მათი ყოველდღიურობა და რით იცვლებოდა იგი მე-20 საუკუნის სხვადასხვა პერიოდებში?
თუ გინდა, რომ ამ კითხვებს პასუხები გასცეთ, მაშინ ჰკითხე შენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, მეზობლებს, ოჯახის მეგობრებს, ან შეიძლება მცხობელს, რომელიც შენი მეზობელია, ან ხილისა და ბოსტნეულის გამყიდველს. მოისმინე წინა საუკუნეში განვლილი მათი ახალგაზრდობის ამბები და შეაგროვე მათი მოგონებები. მიიღე მონაწილეობა ისტორიის კონკურსში – „ჩემი წინაპარი ჩემს ასაკში“. შენ მიიღებ არა მარტო სიამოვნებას წარსულში მოგზაურობითა და ახალი აღმოჩენებით, არამედ თქვენ ასევე შეგიძლიათ იყოთ დიდი დაჯილდოების მონაწილე. გაიმარჯვე, მოიგე ფასიანი საჩუქარები ან მიიღე შანსი რომ წახვიდე ბერლინში, ისტორიის ბანაკში!
მონაწილეობის პირობები:
• ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
მოსწავლეებს, რომლებიც არიან 15-18 წლამდე ასაკის.
როგორც ინდივიდებს, ასევე მცირე ჯგუფებს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 3 არ აღემატება.
• რა დახმარების და რა რაოდენობის დახმარების მიღებაა შესაძლებელი ?
მოსწავლეებს შეუძლიათ მოიძიონ მასალები და გამოიყენონ ყველა ტიპის რესურსი (წიგნები, ინტერნეტი, ინტერვიუ, ძველი გაზეთები, საოჯახო ფოტოები, არქივში დაცული დოკუმენტები, საჯარო სივრცეში არსებული არტეფაქტები და ა.შ) გამოყენებული მასალა უნდა მიეთითოს ციტირების წესით.
მენტორების, მასწავლებლების, მშობლების და სხვა პირთა დახმარება კონკურსის დროს ნებადართულია, მაგრამ აუცილებელია აღწერაში მითითება.
• რა სახის ფორმები არის დასაშვები, რომ შემოვიტანოთ?
ესსე (1.500-3.000 სიტყვა)
ფოტო გამოფენა (5-7 ფოტო) შესაბამისი ფორმით წარმოდგენილი
1 პოსტერი
ანიმაცია/მცირევიდეო (5-10 წუთი)
ყველა ფორმატს (გარდა ესსე) უნდა დაერთოს აღწერა, განმარტებით 400-600 სიტყვა.
• რომელი ენების გამოყენებაა შესაძლებელი?
კონკურსის ენა ქართულია, თუმცა თუ მოსწავლე ნამუშევარს გამოაგზავნის სომხურად ან აზერბაიჯანულად, ორგანიზატორები თარგმანს უზრუნველყოფენ.
• როგორ არის შესაძლებელი ნაშრომის გაგზავნა? ნაშრომის ბოლო ვადა?
თქვენი ნაშრომი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე historycompetition@gmail.com
გამოგზავნეთ ნაშრომი ფოსტით ამ მისამართზე: პროექტი DVV International Georgia ოფისი, ყიფშიძის ქუჩა N20, ბინა.3, 0179 თბილისი (ინსეა კიდერლენთან) ნაშრომის პირველ გვერდზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია: თქვენი სახელი, იმეილი, საფოსტო მისამართი და მობილურის ნომერი, ასაკი და კლასი, სკოლა და სკოლის მისამართი, მასწავლებლის (მენტორის) სახელი და გვარი.
ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის, 15 აპრილი, 12:00 საათი.
• გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება კრებულში.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 79 67 41; 558 931517″.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021