საერთაშორისო კონფერენცია “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“

12 თებერვალს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ გაიმართა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, წმინდა სინოდის წევრები და საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

კონფერენციას დაესწრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს დელეგაცია, ასევე სხვადასხვა რელიგიური კონფესიების უმაღლესი პირები და წარმომადგენლები, მათ შორის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დიდ მნიშვნელობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის განსაკუთრებულ ღვაწლს ავტოკეფალიის აღდგენასა და ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნება და განმტკიცებაში, ასევე რელიგიისა და საზოგადოების ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს.

Leave a Reply