22 აპრილს, ათასობით ადამინი ნიუ-იორკის ცნობილ თაიმს სქუერზე სომხების გენოციდის 103 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბება, წერს massispost.com, რომელიც ამატებს, რომ აქციის ფარგლებში გამოვლენ ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკური მოღვაწეები, აკადემიკოსები და უფლებადამცველები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აქციის მონაწილეები აშშ-ის მთავრობისგან მოითხოვენ ოფიციალურად აღიაროს 20-ე საუკუნის საშინელი გენოციდი.
“ეს ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომელიც 1943 წელს “გენოციდის” დეფინიციით აღნიშნა, წარმოშოობით პოლონელმა ადვოკატმა, რაფაელ ლემკინმა”,- აღნიშნა მიჩიგანის დირბონის უნივერსიტეტის სომხური კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა დოქტორმა დენის ფაზაზიანმა.
წყარო იუწყება, რომ აქციას ორგანიზებას სომხური საერთაშორისო ორგანიზაციები გაუწევენ.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი