სახელმწიფო ვიზიტით სომხეთში მყოფი ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანისა და ერევნის მერის ტარონ მარგარიანის თანხლებით სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილი მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ამის შესახებ ერევნის მერიის საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება.
რუმენ რადევი მეუღლესთან ერთად ასევე ეწვია სომხების გენოციდის მუზეუმს.
ბულგარეთის პრეზიდენტმა ასევე ნაძვის ხე დარგო გენოციდის მემორიალურ პარკიში.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი