სისაიდ სამიტი პირველად სომხეთის ფარგლებსგარეთ ჩატარდა

პირველი სისაიდ სამიტი სომხეთის ფარგლებსგარეთ, 8 თებერვალს, არაბეთის გაერთიანებული სამეფოს კუნძულ ალ მარჯანზე გაიმართა.

სამიტის ფარგლებში გაერთიანდა 500-ზე მეტი სტარტაპი, ინვესტორი, წარმატებული ბიზნესმენი, მენტორი და სხვა სფეროს სპეციალისტი. სამიტი ხორციელდება შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის თანადგომით, არაბეთის გაერთიანებული სამეფოს ინოვაციური თვის ფარგლებში.

შეიხს წარუდგინეს სხვადსხვა სტარტაპ იდეები, მათ შორის, სოხმური “Triple-E”. შეიხმა პროექტები არაბეთის გაერთიანებულ სამეფოში სომხეთის ელჩთან, გეღამ ღარიბჯანიანთან ერთად დაათვალიერა.

სომხეთის მცირე და საუშუალო ბიზნესების განვითარების ცენტრმა რას ალ ხაიმას ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტთან მემორანდუმს  მოუწერა ხელი, რომელიც  სომხეთსა და არაბეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის ახალი თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

სამიტის სტუმრებს შორის იყვნენ სომხეთის ტრანსპორტის, კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი ვაჰან მარტიროსიანი, სომხეთის სპორტისა და ახალგაზდრობის ვიცე-მინისტრი არსენ ქარამიანი და არაბეთის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლები.

სამიტში მონაწილეობის მისაღებად ალ მარჯანის კუნძულზე 20 ქვეყნის მონაწილემ მოიყარა თავი. საპრიზო ფონდი 50,000 აშშ დოლარს აღწევს, რომელიც 10 სტარტაპს შორის  გაიყოფა.

Leave a Reply