9 თებერვალს, სამხრეთ კორეაში, ფიონგჩანგის ოლიმპიური სტადიონზე 23-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიური თამაშების გახსნისას სომხეთის დროშას სამთო-სათხილამურო სპორტსმენი მიქაელ მიქაელიანი წარადგენს.
ოლიმპიურ აღლუმში სომხეთის დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც შედიან დელეგაციის ხელმძღვანელი გაგიკ ბოლშკიანი, ოლიმპიელები კატია გალსტიანი, აშოტ კარაპეტიანი და სხვები.
საერთაშორისო ასპარეზობა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში 9 თებერვალს, ერევნის დროით 15:00 საათზე დაიწყება და 25 თებერვლამდე, სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში გაიმართება.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021