სევანის ტბაში წყლის დონემ გასულ წელთან შედარებით 4 სანტიმეტრით დაიწია.
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს “ArmHydromet” სამსახურის ცნობით, 2018 წლის 4 თებერვლის მდგომარეობით სევანის ტბის სიმაღლე ზღვის დონიდან 1900 მეტრი და 41 სანტრიმეტრი იყო, ხოლო 2017 წლის იმავე დღის მდგომარეობით 4 სანტიმეტრით მეტი იყო.
სევენში ჩაედინება მდინარეები, რომლებიც ზამთარში თითქმის დამშრალია. გეღარქუნიქის სამხარეო-ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტის უფროსის ჰამბარძუმ ჰამბარძუმიანის აზრით, სევანის ტბაში წყლის დონის კლება, ძირითადად, განპირობებულია ტბაში ჩადინებული მდინარეების სიმწირით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021