8 თებერვალს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს იგორ პოპოვს (რუსეთი), სტეფან ვისკონტრის (საფრანგეთი) და ენდრიუ შოფერს (აშშ), ასევე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჟეი კასპრჩიკს შეხვდა, რომლებიც ერევანს რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის განცხადებით “თანათავმჯდომარეებმა ბაქოში შეხვედრების შესახებ ისაუბრეს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და თანათავმჯდომარეებმა განიხილეს კრაკოვში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს მიღწეული ძირითადი შეთანხმების საკითხები. ედვარდ ნალბანდიანმა თანათავმჯდომარეების ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სომხეთისგან განსხვავებით, ბაქოს ამ შეთანხმების თაობაზე ჯერ არ გაუკეთებია განცხადება. მისი თქმით, არ იციან როდის იქნება ბაქო მზად შეთანხმების განსახორციელად”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021