8 თებერვალს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლევონ აივაზიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კაროლინ დუიეზი მიიღო. ამის შესახებ, თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იუწყება.
ვიზიტის დროს მხარეებმა შეაჯამეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2017 წლის თანამშრომლობა.
სომხურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კურსების, სამეცნიერო-მეთოდოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას და სომხეთის შეიარაღებული ძალების ცნობიერების ამაღლებას წითელი ჯვრის ერევნის ოფისის დახმარებით.
შეხვედრის დასასრულს, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარგში 2018 წელს ორმხრივ თანამშრომლობას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021