აშშ-ის სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ANCA) მუწოდებს საზოგადოებას თურქეთის ავიახაზებით “Turkish Airlines” მგზავრობაზე უარი თქვან.
“იმგზავრეთ”Turkish Airlines”-ით, თუ გნებავთ გაამდიდროთ მისი მთავარი აქციონერი ერდოღანი , ვინც აპატიმრებს ჟურნალისტებს, დევნის დისიდენტებს, ანგრევს ეკლესიებს, უარყოფს სომხების, ბერძნების და ასირიელების გენოციდს, იტაცებს მღვდლებს, ასევე ავიწროვებს ქრისტიანებს, ოკუპირებული აქვს კვიპროსი და დევნის ქურთებს,” – წერს ორგანიზაცია თავის Twitter-ის გვერდზე.
“Turkish Airlines” ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა თურქეთში, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს სტამბულში. კომპანია 220 ფრენას ახორციელებს ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში.
ავიაკომპანია ყველა რეისს ახორციელებს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტიდან. ყოველწლიურად ემსახურება დაახლოებით 20 მილიონ მგზავრს. ამჟამად, ავიაკომპანიაში 12,000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021