სომხეთის მეოთხე პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი რესპუბლიკური პარტიიდან ყოფილი პრემიერი, დიდ ბრიტანეთში სომხეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, არმენ სარგსიანია.
არმენ სარგსიანი დაიბადა ერევანში, 1953 წლის 23 ივნისს. ჰყავს ორი ვაჟი. სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტზე. 1976-1984 წლებში ასწავლიდა ერევნის სახელმწიფო უნიევრსიტეტში, დააარსა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კომპლექსური სისტემების კომპიუტერული მოდელირების მიმართულება.
ის ასწავლიდა ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონის უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტში. 1991-1995 წლებში გაერთიანებულ სამეფოში სომხეთის ელჩი იყო, 1995-1996 წლებში ევროკავშირში სომხთის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელი. 1996-1997 წელებში ჩაიბარა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მომდევნო წლებში კიდევ ერთხელ დაინიშნა დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩად.
2013 წლის სექტემბერში არმენ სარგსიანი მესამედ დაინიშნა სომხეთის ელჩად დიდ ბრიტანეტში.
2000 წლიდან ორგანიზაცია Eurasia House International-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. 2001-2011 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის სამართლის ბიზნეს სკოლაში ევრაზიული ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორია.
ყოველწლიური ევრაზიული მედიაფორუმის (Astana ) (2002), კემბრიჯის უნივერსიტეტის წლიური გავლენიანი კონფერენციის (2003) დანფუძნებელია. 2001-2013 წლებში British petrolim, Alcatel, Telefonika კომპანიების მთავარი მრჩეველი იყო. ასევე, Bank of America Merrill Lynch და სხვა საერთაშორისო კომპანიების უფროსი მრჩეველი.
მას ასევე საპატიო და აღმასრულებელი თანამდებობები ეკავა სხვადასხვა სტრუქტურებში. არის ენერგეტიკული უსაფრთხოების გლობალური სააბჭოს თავმჯდომარე (WEFForum), აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინიციატივის კომიტეტის თანათავმჯდომარე (ენერგეტიკული უსაფრთხოების თავმჯდომარე), ბრიტანულ-სომხური თანაპარტიული საპარლამენტო ჯგუფის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მსოფლიო ლიდერობის (GLF) დამფუძნებელი საბჭოს წევრი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი პოლიტიკის კვლევების სკოლის საბჭოს წევრი, ჯონ სმითის ფონდის რწმუნებული წევრი, საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის მსოფლიო ლიდერობის საბჭოს წევრი, საპატიო უფროსი მკვლევარი მათემატიკური მეცნიერებების სკოლაში, სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო დოქტორი.
მრავალი აკადემიური სტატიისა და პუბლიკაციების ავტორია ფიზიკის, ასტროფიზიკის, კომპიუტერული მოდელირების, პოლიტოლოგიისა და გარდამავალი ეკონომიკის სფეროში. აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის დიპლომატიური სტატუსი.