ზამთრის ტრანსფერის პერიოდში “არსენალს” ორი მნიშვნელოვანი შენაძენი ჰქონდა, სომხეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ჰენრიხ მხითარიანის და გაბონის თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის სახით.
სატრანსფერო ფანჯარის ბოლო დღეს, 31 იანვარს, ასევე ცნობილი გახდა, რომ გუნდში თამაშს გააგრძელებს გერმანელი ნახევარმცველი მესუთ ოზილი.
ფრანგ თავდამსხმელ, ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად აღნიშნული ფეხბურთელები წარმოადგენენ “არსენალის” თავდამსხმელთა ახალ ოთხეულს.
“არსენალის” თავდამსხმელთა ოთხეულს, ცნობილმა კარიკატურისტმა ომარ მამონიმ, თავისი ნამუშევარი მიუძღვნა.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი