სომხების გენოციდის 106 წლის მონაწილე გარდაიცვალა

სომეხთა  გენოციდს,   გადარჩენილი 106 წლის სილვარდ ატაჯიანი ერევანში გარდაიცვალა. 

მუსალერელი ქალის ოჯახი კილიკიის სუედიის რაიონის იმ სომეხ მოსახელობას განეკუთვნებოდა, რომლებმაც 1915 წელს მონაწილეობა მიიღეს თურქების მიერ ჩადენილი ჟლეტვის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ადგილობრივმა თურქულმა ხელისუფლებამ სცადა განეხორციელებინა სომეხი მსოახელობის დეპორტაციის ბრძანება, სომხებმა გადაწყვტეს  მუსა მთაზე ასვლით წინააღმდეგობა გაეწიათ, სადაც ორგანიზება გაუწიეს 53 დღეს გაგრძელებულ თავდაცვით ბრძოლას, მათ წარმატებით უკან დახიეს თურქული ჯარი.

“1915 წელს მე, ჩემს დასთან, დედასთან და ბებიასთან ერთად მუსას მთაზე ავედით. მაშინ მე სამი წლის ვიყავი. მამაჩემი და ბიძაჩემი სამხედროები იყვნენ. მამაჩემმა დედას დაავალა ჩვენ წავეყვანეთ და მთაზე ავსულვიყავით”,- ქალბატონმა სილვარდმა 2013 წელს მოუყვა “არმენპრესს” სომეხთა გენოციდის 100 წლისთავზე მიძღვნილ ინტერვიუში.

Leave a Reply