ერევანში სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია მეორეჯერ გაუქმდა

ერევანში დაგეგმილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის ”ძალების გაღვივება” თარგმანის პრეზენტაცია მეორეჯერ გაუქმდა. წიგნის მთარგმნელი, დარწმუნებულია, რომ წიგნის პრეზენტაციის გაუქმებას პოლიტიკური მიზნები აქვს.

წიგნის პრეზენტაცია 7 თებერვალს, ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში იყო დაგეგმილი. წიგნის მთარგმნელს მიქაელ ნაჰაპეტიანს პრეზენტაცია უკვე ჰქონდა შეთანხმებული მუზეუმის დირექტორთან ანაჰიტ ასატრაიანთან, რომელიც თანახმა იყო სივრცე დაეთმო, თუმცა მალევე მუზეუმმა გააუქმა პრეზენტაცია. შემდგომ შეთანხმება იყო პრეზენტაცია ჩაეტარებინათ ერევნის ერთ-ერთ უმსხვილესი წიგნის “ნოიან ტაპანის” მაღაზიაში, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ ღონისძიება აქაც გააუქმეს.

წიგნის მთარგმნელმა მიქაელ ნაჰაპეტიანმა თავისი ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

“ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში პრეზენტაციის გაუქმების შემდეგ, სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციებისგან პრეზენტაციის სივრცის შესათავაზებები მივიღე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელი იყო წიგნების სამართლებრივი რეალიზაციის განხორციელება ამ სფეროში, ეს შეთავაზებები ვერ გამოვიყენე.

29 იანვარს “ნოიან ტაპანის” წიგნის მაღაზიის წარმომადგენელთან ერთად, დირექტორის თანხმობით, შეთანხმებას მივაღწიეთ პრეზენტაცია წიგნის მაღაზიაში ჩაგვეტარებინა. 31 იანვარს, პასპორტის მონაცემები გადვეცი კონტრაქტის გაფორმებისთვის. დღეს, 1 თებერვალს, “ნოიან ტაპანის” ბიუროს წარმომადგენელმა შემატყობინა, რომ დირექტორმა უეცრად უარი თქვა პრეზენტაციაზე და ასევე განაცხადა, რომ თავიანთ მაღაზიაში წიგნების გაყიდვასაც არ დაუშვებს და, რომ მას არ სურს პრობლემები. მე არ ვიცი სხვა დეტალები ამასთან დაკავშირებით.

აქამდე მიცემულ ჩემს ინტერვიუებში მე აღვნიშნე, რომ შემდგომ მოვლენები აჩვენებს, ჩარენცის მუზეუმში პრეზენტაციის გაუქმება ზეწოლის შედეგია თუ არა. ახლა მე დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს ორი კარგად ცნობილი და აუხსნელი უარყოფითი პასუხი პოლიტიკური ზეწოლის შედეგია და მიმართულია წიგნის შინაარსის გავრცელების წინააღმდეგ. ეს არის ღია და პირდაპირი ცენზურა.

მიუხედავად არსებული პირობებისა და სიტუაციისა, გამოვხატავ სოლიდარობას ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმისა და “ნოიან ტაპანის” მაღაზიის თანამშრომლების, ყველა იმ მოქალაქეს მიმართ, რომლებიც დაზარალდნენ ამ ან სხვა ცნობილ ან უცნობ შემთხვევებში, სომხეთის რესპუბლიკაში გამოცხადებული სიტყვის, აზრის, ინფორმაციის გავრცელების ან მოპოვების, ეკონომიკური საქმიანობისა ან სხვა კონსტიტუციური უფლებების თავისუფლებებისაკენ მიმართული ზეწოლისთვის.

ბოდიშს გიხდით შექმნილი სიტუაციისათვის.

ორგანიზაციული შემდგომი საქმიანობის შედეგად, შეზღუდული დრო მექნება კონტაქტისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს და ჟურნალისტებს “, – წერს ნაჰაპეტიანი.

შეგახსენებთ ასევე, რომ სომხეთში ბოლო წლებში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაგეგმილი კულტურული ღონისძიება უქმდება. თვეების წინ, კულტურის სამინისტრომ ჰოვჰანნეს თუმანანის მუზეუმის ეზოში სტალინის რეპრესიის მსხვერპლთათვის გამოფენა სახელწოდებით “Darkness” გააუქმა.

Leave a Reply