საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა კომენტარი თავის წიგნის სომხური თარგმანის პრეზენტაციის გაუქმების შესახებ.
“სამწუხაროდ, აქაც მოსკოვის ჩარევის გარეშე ვერ მოხდა. საინტერესოა, რომ საქართველოში, რუსულმა აგენტებმა გაავრცელეს, რომ მე ვარ ეთნიკურად სომეხი, ხოლო სომხეთში გაავრცელეს, რომ მე ვარ “ანტისომეხი”, – წერს სააკაშვილი.
უფრო ადრე, ერევნის ერთ-ერთმა მუზეუმმა თებერვალში დაგეგმილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გააუქმა.
სააკაშვილის წიგნის სახელწოდებით”ძალების გაღვივება” პრეზენტაცია 7 თებერვალს ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში იყო შემდგარიყო. წიგნის მთარგმნელს, მიქაელ ნაჰაპეტიანს პრეზენტაცია უკვე ჰქონდა შეთანხმებული მუზეუმის დირექტორთან ანაჰიტ ასატრაიანთან, რომელიც თანახმა იყო სივრცე დაეთმო.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021