ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან, ბრიტანულ კომედიას “სტალინის სიკვდილს” დიდ ეკრანებზე მხოლოდ სომხეთის კინოთეატრებში აჩვენებენ.
ფილმის პრემიერა 25 იანვარს შედგა, ფილმი ნაჩვენები იყო “სინემა სთარ” და “კინოპარკ” კინოთეატრებში.
რუსეთის კულტურის სამინისტრომ ფილმის გაქირავების ლიცენზია პრემიერამდე ორი დღით ადრე გააუქმა. კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭო დასკვნის მიხედვით, რომ ფილმს “ისტორიული ან კულტურული ღირებულება არ აქვს”,სანაცვლად კი “საბჭოთა სიმბოლოებს, ჰიმნს და მედლებს შეურაცხყოფენ”. კომედია ასევე აიკრძალა ბელარუსში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ადგილობრივმა კინოთეატრებმა გადაწყვიტეს,რომ ფილმი არ აჩვენონ.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების გარდა, დსთ-ს რამდენიმე ქვეყანაშიც აიკრძალა ფილმის ჩვენება. ფილმი არც აზერბაიჯანში აჩვენეს, რადგან მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რუსული დისტრიბუტორისგან, ხოლო ფილმი რუსეთში აკრძალულია.
არმანდო იანუჩის ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ იბრძოდნენ სტალინის თანაგუნდელები მისი სიკვდილის შემდეგ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021