29 იანვრიდან პირველ მარტამდე დღის საათებში სომხეთი საქართველოსთან დამაკავშირებელ გზის ნაწილს ჩაკეტავს. ამის შესახებ, სომხეთის ტრანსპორტის, კავშირებისა და ინფორმაციული ტექნოლოგოების სამინისტროში განაცხადეს.
მოძრაობა ვანაძორი-ალავერდი-საქართველოს საზღვრის მაგისტრალის 30-ე და 32-ე კილომეტრზე დილის 8-დან 19 საათამდე შეიზღუდება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი გზების აღნიშნულ მონაკვეთზე 2 გვირაბის მშენებლობაა.
ალავერდის, ვანაძორისა და მიმდებარე დასახლებებში ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია დსეღ-მარცის ავტომაგისტრალით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021