სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრეი დანკონმა ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდი დაგმო.
ამის შესახებ განჩხადება მან ბრატისლავაში, თავისი სომეხ კოლეგასთან, არა ბაბლოიანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, იუწყება სააგენტო ტასo.
“ოსმალეთის იმპერია 16-ე საუკუნის შუა წლებიდან 17-ე საუკუნის ბოლომდე მძევლად აქცია, თავის ნებას დააქვემდებარა სლოვაკეთის ტერიტორიების დიდი ნაწილი. ჩვენი წინაპრები მშობლიურ ლიტერატურაში წერდნენ ამის შესახებ. ამიტომ სლოვაკებს ძალიან კარგად ესმით როგორი კატასტროფა გადაიატანა”,-აღნიშნა ანდრეი დანკონმა.
გარდა ამისა, სომხეთისა და სლოვაკეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა შეხვდრისას განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი