სომხები და ქართველები ახალქალაქის რაიონის სოფელ ოკამში გაზის და ინტერნეტის გარეშე ცხოვრობენ.
ჯავახეთის ერთ-ერთ ქვაკუთხედში, მთის ფერდობებშია დაფარული ულამაზესი სოფელი ოკამი. ზამთარში სოფლის მოსახლეობა შეშით და ათარით თბება, რადგან გაზი არა აქვთ.
სოფელში, სადაც სომხები და ქართველები მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ, ბევრი პრობლემაა, მაგრამ მოსახლეობა სოფელში პირველ რიგში გზის რეაბილიტაციას და გაზიფიცირებას ითხოვს.
სოფლის სომხური მოსახლეობა სოფელ გუმბურდოდან 1947 წელს გადმოვიდა და აქ დასახლდა. ამჟამად, 30 სომხური ოჯახი ცხოვრობს.
“ახალქალაქში თითქმის ყველა სოფელს გაზი აქვს და 21-ე საუკუნეში ჩვენ გაზის გარეშე ვცხოვრობთ, ხელისუფლებას ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ ისინი ყოველთვის გვპირდებიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ. არჩევნების დროს მოდიან, გვპირდებიან, ხმებს აგროვებენ და შემდეგ არც იმას აკეთებენ რაც დაგვპირდნენ, და აღარც მოდიან”, – თქვეს ოკამელებმა.
გაზის სადისტრიბუციო კომპანია SJGC- ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, რაზმიკ ღუმაშიანი ამბობს, რომ ოკამში და ქარსეპში გაზის მიყვანისთვის თანხაა საჭირო.
“ცენტრალური გაზსადენიდან გაზის მიწოდებისთვის 400 ლარია საჭირო, რაც სოფლის მოსახლეობა მზად არის გამოყოს, მაგრამ მთავარი პრობლემაა სოფლამდე გაზის მიყვანა, რომლისთვისაც კომპანიას არ გააჩნია ფინანსები. მაგალითად, სოფელ ფოკაში, რომელიც რაიონის ბოლოს არის, გაზი სახელმწიფოს მიერ არის მიწოდებული, ასეთ პერიფერიული სოფლებისთვის მიწოდების ხარჯები არ გაამართლებს, რადგან იქ ნაკლებად გაზს იყენებენ, ჩვენ კი გვჭირდება გარანტია”, – განმარტა მან.
მეზობლად მდებარე სამ სოფელს ოკამის, ქარსეპს და გოგაშენს ერთი გამგებელი ჰყავთ სოსო ბალახაძე.
“როცა მივდივართ და ჩვენი სოფლის პრობლემებს წარმოვადგენთ, ის გვეუბნება, რომ მას არაფერი შეუძლია. თუ გამგებელს არა, მაშინ ვის შეუძლია ამის გაკეთება”, – ამბობს სოფლის მოსახლეობა.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წელს დაპირებებს შეასრულებენ. ასევე განაცხადეს, რომ ჩვენი საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო პროგრამა შედის წლევანდელ ბიუჯეტში”, – ამბობს ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები.
ახალგაზრდებს არ აქვთ სამუშაო. გაზაფხულზე სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები, ხოლო ზამთარში დღეებს ატარებენ სოფლის ცენტრში შეკრებით და სხვადასხვა თემებზე საუბრით. “ჩვენ მოწყვეტილები ვართ მსოფლიოსგან, ინტერნეტიც არ გვაქვს, არავის აწუხებს ჩვენი სოფლის პრობლემები”, – თქვეს ახალგაზრდებმა.
სოფლების მოსახლეობა იმედს არ კარგავს ელოდება , რომ ერთ დღეს ან გაზი ექნებათ ან სწორ გგზაზე გაისეირნებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021