“ჩემი პოზიცია ყარაბაღის კონფლიქტზე ემთხვევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიციას,” აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიქელე ნიკოლეტიმ.
“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პატივს სცემს საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ არის მიმართული,” განაცხადა ნიკოლეტიმ.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. მან იმედი გამოთქვა, რომ გამოსავალი არ იქნება გვიან. “იმედი მაქვს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდება”, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლეტი ასამბლეის პრეზიდენტად ევროპის საბჭოს ზამთრის სესიაზე გასულ კვირას აირჩიეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021