Latest posts by Aliq Media (see all)
ერევნის ერთ-ერთმა მუზეუმმა თებერვალში დაგეგმილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია გააუქმა.
სააკაშვილის წიგნის სახელწოდებით”ძალების გაღვივება” პრეზენტაცია 7 თებერვალს ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში იყო დაგეგმილი. წიგნის მთარგმნელს მიქაელ ნაჰაპეტიანს პრეზენტაცია უკვე ჰქონდა შეთანხმებული მუზეუმის დირექტორთან ანაჰიტ ასატრაიანთან, რომელსიც თანახმა იყო სივრცე დაეთმო.
25 იანვარს, ღონისძიების ანონსი Facebook- ზე დაიდო, რამაც მოკლე დროში ბევრი ინტერესი მოიწვია. მაგრამ ერთი დღის შემდეგ ღონისძიება გაუქმდა.
“ძვირფასო მკითხველებო, პატიებას გთხოვთ და გვსურს გაცნობოთ, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეთა (მუზეუმის დირექციის ერთი მხრივ, და მეორე მხრივ ჩვენი) ნების დამოუკიდებლად, ეღიშე ჩარენცის სახლ-მუზეუმში წინასწარ დაგეგმილი პრეზენტაციის ჩატარება შეუძლებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნაჰაპეტიანმა ალიქ მედიას განუცხადა, რომ მუზეუმის მხრიდან პრეზენტაციის გაუქმების მიზეზი ტექნიკური პრობლემები იყო.
“მე მითხრეს, რომ ტექნიკური მიზეზების გამო შეუძლებელია პრეზენტაცია, ხოლო არაოფიციალური მიზეზების შესახებ მეც გავიგე. მსგავსი შემთხვევების გათვალისწინებით, არ გამოვირიცხავ, რომ ესეც შეიძლება მსგავსი რამ იყოს”, – განაცხადა ნაჰაპეტიანმა.
ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება გაუქმდა კულტურის სამინისტროს ბრძანებით, რადგან სააკაშვილი არ არის “სასურველი” პოლიტიკოსი და ასევე აღსანიშნავია მისი ანტი-სომხური პოლიტიკა.
ბოლო წლებში, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაგეგმილი კულტურული ღონისძიება სომხეთში უქმდება. თვეების წინ კულტურის სამინისტრომ ჰოვჰანნეს თუმანანის მუზეუმის ეზოში სტალინის რეპრესიის მსხვერპლთათვის გამოფენა სახელწოდებით “Darkness” გააუქმა.