აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს იერუსალიმს, როგორც ისრაელის დედაქალაქს, მსგავსი გაბედული ნაბიჯი სჭირდება სომხების გენოციდის აღიარებისას, – The Wall Street Journal-ში წერს იურიდიული კომპანიის Wachtell, Lipton, Rosen & Katz ადვოკატი რობერტ მორგენთაუ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში აშშ-ის ელჩის ჰენრი მორგენთაუს შვილიშვილია.
ავტორი წერს, რომ მსოფლიო ძალაუფლება თითქმის არასოდეს არეგულირებდა ხოცვა-ჟლეტებს. მოგვიანებით, თურქეთი შეეცადა არ აღიარებით ეს ყველაფერი გადაექცია “დავიწყებულ გენოციდად”. მისი თქმით, არც აშშ-ის მთავრობა უთმობს შესაბამის ყურადღებას ამ საკითხს. “ამერიკის ხელისუფლებამ თურქეთის ზეწოლა მიიღო და დაუყოვნებლივ არ დაადასტურა მარტივი ფაქტი: სომხების ხოცვა არ იყო ჩვეულებრივი ტრაგედია ისტორიაში, ეს იყო სისტემური ხოცვა – გენოციდი,” წერს ავტორი.
მორგენთაუ აღნიშნავს, რომ ისტორიული მოვლენები მას მხოლოდ ისტორიულ წიგნებში არ ამოუკითხავს. მისი ბაბუა ჰენრი მორგენთაუ, იყო აშშ-ის ელჩი ოსმალეთის იმპერიაში, როდესაც საზარელი მოვლენები ვითარდებოდა.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტების განცხადებებში არასოდეს ყოფილა სიტყვა “გენოციდი”, რაც უნდა შეიცვალოს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021