დავოსში მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი, მსოფლიო ეკონომიკური სამიტის ფარგლებში, ერაყის ქურდისტანის პრემიერს ნეჩირვან ბარზანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოლეგებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები. პრემიერმა ბაზანიმ ხაზი გაუსვა, რომ მათ სურთ სომხეთთან ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
კარაპეტიანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიეებას, მან აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობა მზადაა ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის განავითარების მიზნით ნაბიჯები გადადგას.
მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკის, ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი