ამერიკულმა ჟურნალმა U.S. News & World Report მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების 2018 წლის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მხოლოდ 80 ქვეყანა შევიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო და სომხეთი ამ სიაში არ აღმოჩნდნენ.
ჟურნალის ექსეპრტებმა ქვეყნები 9 კრიტერიუმით შეაფასეს, ძალა და გავლენა მსოფლიოში, ეკონომიკური ზრდის ტემპები, ინოვაციები, ბიზნესისთვის ღია გარემო, სოციალური სფერო, მოსახლეობის ცხოვრების საერთო დონე, კულტურა, ტურიზმი და ისტორიული მემკვიდრეობა.
ექსპერტების შეფასების შედეგად მიმდინარე წლის რეიტინგის პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს. საუკეთესო ხუთეულშია ასევე კანადა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და იაპონია.
აღსანიშნავია, რომ U.S. News & World Report-ის სიაში მოხვდა რუსეთი, რომელიც 26-ე პოზიციაზეა, ირანი 77-ე ადგილას, თურქეთი 36-ე, ხოლო აზერბაიჯანი 64-ე.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი