არცახის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრენკ ფალონეს ინიციატივას მიესალმება

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი სარგსიანმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენის ფრენკ ფალონეს ინიციატივაზე “აშშ-არცახი: ვიზიტები და ურთიერთობები”.

 

მისი თქმით, “ჩვენ მივესალმებით კონგრესმენ ფრენკ ფალონეს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს არცახსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კავშირების დამყარებას და ხელოვნურ დაბრკოლებებს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ორივე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტები, ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი და ღია დიალოგის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებას. საერთაშორისო თანამშრომლობა რეგიონალური დაძაბულობის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

ველოდებით, რომ კონგრესმენ ფალონეს ინიციატივას მხარს დაუჭერენ ასევე აშშ-ის კონგრესის სხვა წევრებმაც და ეს მისცემს ახალ იმპულსს არცახსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების განვითარებას”.

Leave a Reply