თინა კანდელაკი: ქართველი სომხების ნიჭის დაკარგვა შეუძლებელია

ცნობილმა ტელეწამყვანმა, “მატჩ ტვ”-ის მთავარმა პროდიუსერმა, თინა კანდელაკმა ჟურნალ Instyle-ის ფოტოსესიის დროს სომხურ-ქართული ფესვების მქონე ნიჭიერი ხალხის შესახებ ისაუბრა.

სააგენტო  rusarminfo.ru -ს ინფორმაციით, ფოტოსესიის დასრულების შემდეგ კანდელაკი ესაუბრა ფოტოგრაფს, რომლის დედა ქართველია, მამა კი სომეხი. მასთან საუბარში ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ თვითონაც ქართულ-სომხური ფესვები აქვს.

“დედაჩემი სომეხია, მამა კი ქართველი მყავს. ამიტომაც ჩვენ საუკეთესოები ვართ მოდის სფეროში. ვინ არიან საუკეთესო ფოტოგრაფები? ქართველი სომხები. ვინ არიან საუკეთესო მოდელები? ქართველი სომხები. ჩვენი ნიჭის დაკარგვა შეუძლებელია”-აღნიშნა კანდელაკმა.

მან მოყვა, რომ ქართველებს ძალიან უყვართ ინსტაგრამი, მაგრამ იქ სომეხი გაცილებით მეტია.

Leave a Reply