მხითარიანის ტრანსფერი არსენალში ჯერ არ დასტურდება

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვნგერმა სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“სანჩესის გადასვლა “მანჩესტერ იუნაიტედში” შეიძლება შედგეს ან არ შედგეს. არაფერია გარანტირებული. იგივეს თქმა შეიძლება მხითარიანის ტრანსფერის შესახებ. მე ის ძალიან მომწონს და მან იცის ჩვენ როგორ ფეხბურთს ვთამაშობთ და მას უყვარს ჩვენი კლუბი. ჩვენ მოგვწონს მხითარიანის თამაში და ხელფასის პრობლემა არაა”,- ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მხითარიანმა კლუბ “არსენალთან” უკვე შეათანხმა პირადი ხელშეკრულების პუნქტები .

შეთანხმების თანახმად, სომეხი ფეხბურთელი ლონდონის კლუბთან 4-წლიან შეთანხმებას მოაწერს ხელს, რაც კვირაში 130 ათას გირვანქა სტერლინგს გუისხმობს ხელფასის სახით, რასაც ბონუსები დაემატება.

Leave a Reply