სამცხე-ჯავახეთის სოფელ კუმურდოს ახალი სკოლა აქვს

დაახლოებით, 20 წლიანი პაუზის შემდეგ ახალქალაქის რაიონის სომეხი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ კუმბურდოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განათლება სკოლის ყოფილი კლუბის შენობის ნაცვლად ახალაშენებულ სკოლაში მიიღონ.

16 იანვარს, ახალქალაქიდან 9 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელში საზეიომოდ გაიხსნა რეგიონში იშვიათი შესაძლებლობების ახლადაშენებული სკოლა, რომლის აშენება შესაძლებელი გახდა წარმოშობით ჯავახელი ქველმოქმედის დახმარებით.  სკოლა 170 კვადრატულ მეტრზეა აშენებული და გათვალისწინებულია 400 მოსწავლისთვის.

სკოლას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუზი და ფეხბურთის მოედანი აქვს.

სკოლის გახნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ვიცე-მინისტრი ლია გიგაური, პარლამენტის ავლაბრის რაიონის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, სომხურენოვანი გაზეთი “ვრასტან”-ის რედაქტორი ვან ბაიბურთი, სამცხე-ჯავახეთის გამგებელი აკაკი მაჩუტაძე, ასევევ საქართველოს სომხური თემის წინამძღვარი ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანი.

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების  განათლებისა და ინტეგრაციის საკითხი პრიორიტეტულია.

“ეთნიკური უმცირესობების განათლება და მათი საზოდაგეობაში სრული ინეგრაცია ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრ ღონისძიებას ჩავატარებთ. იმედი მაქვს, რომ მთლი სოფლის მოსახლეობა ჩაერთვება ამ ბრწყინვალე სკოლის მოამვალში. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორს, ჩვენი მხრივ,  სკოლის აქტივობებს მაქსიმალურად დავეხმარებით. დარწმუნებული ვარ, რომ სკოლა იქნება უაღრესად წარმატებული”,- აღნიშნა მინისტრმა.

საზეიმო გახსნის დროს სკოლის მშენებლობის არქიტექტორი – რუბენ ეღიაზარიანი სომხეთის დიასპორის სამინისტროს მხრიდან დაჯილდოვდა ვერცხლის მედალით, ხოლო ქველმოქმედი შუშანიკ მღდესიანი, ოქროს მედლით.

 

 

 

Leave a Reply