თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით 20 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ორგანიზებულ შეხვედრაზე მონაწილეობის ფარგლებში ამჟამად კანადაში იმყოფება, თავისი სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ასევე სომეხთა გენოციდის შესახებ.
თურქული გამოცემა haberler.com-ის გვერდი წერს, რომ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ “ისტორია ისტორიკოსებს უნდა დავუტოვოთ” და, რომ თურქეთის პარლამენტს არ შეუძლია ისტორიულ რომელიმე მოვლენასთან დაკავშირებული რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.
“თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტი არავისი ისტორიის შესაეხებ გადაწყვეტილებას არ იღებს, და ვერც მიიღებს. მეტიც, პრინციპულად ამის წინაღმდეგები ვართ. ისტორიული საკითხები ისტორიკოსებს უნდა დავუტოვოთ. მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად ასევე საჭიროა შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება, რადგან გენოციდი სამართლებრივი აქტია”,-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მისის თქმით, კანადაში ძლიერი სომხური ლობია, რომელიც აქტიურ საქმიანობას ეწევა სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარების მიმართულებით.