ირანული კომპანია სომხეთ-საქართველოს საზღვართან ახალ ხიდს ააშენებს

სომხეთსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული 2012 წლის სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ირანული კომპანია  “Ariana Tunnel Dam Co. (Iran)” სადახლო-ბაგრატშენის გადაკვეთის წერტილზე, მდინარე დებედზე (სომხეთისა და საქართველოს შორის არსებული სახელმწიფო საზღვარი) ახალ ხიდს ააშენებს.

სომხეთის სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სომხეთის სატრანსპორტო განყოფილებაში EBRD- ის პროგრამის “ჩრდილოეთ კორიდორის მოდერნიზაციის პროგრამის” ფარგლებში შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმდა.

სომხური მხრიდან შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვაჰან მარტორსიანმა, ხოლო ირანის მხრიდან კომპანია “Ariana Tunnel Dam Co. (Iran)”-ის თავმჯდომარემ ალი მუსავიმ.

სომხეთის ბაზარზე ირანული კომპანიის შესვლის შემდეგ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაოები მაღალი დონიზე და დროულად განხორციელდება.

Leave a Reply