აშშ-ის ახალ სანქციებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპანიების მიმართ შეუძლიათ შეაკავონ სხვა ქვეყნები რუსული იარაღის შეძენისგან, ამის შესახებ “ამერიკის ხმას” აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ანალიტიკოსმა სტივენ ბლანკმა განუცხადა.
“ცუდი არ იქნებოდა, რუსული იარაღები სამხრეთ კავკასიაში რომ არ შედიოდეს, შესაძლოა მხარეებისთვის ეს დახმარება ყოფილიყო მშვიდობის მიღწევაში”,-აღნიშნა მან.
ბლანკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დონეზე რუსული შეარაღების მყიდველებისთვის გამონაკლისები არსებობს, რუსეთისგან დიდ ოდენობით შეიარაღების მყიდველები, მათ შორის, აზერბაიჯანი და სომხეთი, მაინც უნდა ელოდნენ სიურპრიზებს.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი