Henley & Partners-ის საერთაშორისო სარეკომენდაციო ორგანიზაციამ მსოფლიოს ქვეყნების პასპორტების ახალი, ყოველწლიური სარეიტინგო სია გამოაქვეყნა. სიაში აღნინშნულია, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს თუ სად შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა.
2018 წლის სიაში 200 ქვეყანაა შესული.
ახალ სარეიტონგო სიაში სომხეთი 76-ე ადგილზეა. 2018 წელს სომხეთის მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ მსოფლიოს 59 ქვეყანაში. სიაში სომხეთი 76-ე პოზიაციას იყოფს ყირგიზეთთან.
საქართველო სიაში 52-ე, ხოლო აზერბაიჯანი 72-ე ადგილზეა. რუსეთი კი 49-ე ადგილას აღმოჩნდა.
სარეიტინგო სიაში უკვე მე-5 წელია ზედიზედ წამყვან ადგილს გერმანია იკავებს, მისი მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა 177 ქვეყანაში შეუძლიათ.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი