ედმონ მარუქლიანი წლის ევროპულ პოლიტიკურ მოღვაწედ აღიარეს

გერმანულმა გავლენიანმა ჟირნალმა “Treffpunkteuropa-მ” სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, “ნათელი სომხეთის” პარტიის საბჭოს თავმჯდომარე ედმონ მარუქლიანი აღიარა როგორც “წლის ევროპული პოლიტიკური მოღვაწე”. ამის შესახებ წერს პარტიის პრეს სამსახური.

ჟურნალმა წარადგინა ის ადამიანები, რომლებმაც 2017 წლის განმავლობაში ზეგავლენა იქონიეს ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ამომრჩევლის განწყობებზე. ჟურნალი აღნიშნავს, რომ ამ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ანგარიშია გასაწევი 2018 წლის პოლიტიკის ჩამოყალიბებისას.

ჟურნალში ედმონ მარუქლიანზე ნათქვამია: “36 წლის სომეხი პოლიტიკოსი, 2001 წლიდან საკუთარ სამშობლოში აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში. თავიდან მარუქლიანი მუშაობდა ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციაში, 2012 წლიდან ის პოლიტიკაში გადავიდა. 2012 წლის კარდაკარ საარჩევნო კამპანიის დროს მარუქლიანმა გამარჯვება მოიპოვა ცნობილი პარტიების კანდიდატებზე. 2017 წლის 2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მანამდე შექმნილი ლიბერალური კოალიციიდან “გამოსავალი”, რომელმაც ხმების 7,8%  მოაგროვა.”

ჟურნალი აღნიშნავს, რომ “ამით მარუქლიანს თავისი ქვეყნისა და  დასვლეთ და ცენტრალურ ევროპას შორის ურთიერთობის გაძლიერება უნდა, ასევე სომხეთის  ევროკავშირის მიმართულებით წაყვანა.”

Leave a Reply