თურქეთის მეჯლისის სომეხმა დეპუტატებმა სომხებს შობა მიულოცეს

თურქეთის პარლამენტის სამი სომხური პარტიის დეპუტატებმა თანამემამულეებს შობა მიულოცეს. მათ მილოცვები საკუთარი სოციალური ქსელების გვერდებზე გამოაქვეყნეს.

ოპოზიციური “სახალხო რესპუბლიკური” პარტიის დეპუტატმა სელინა დოღანმა თავის Twitter-ის გვერდზე სომხურად და თურქულად გამოაქვეყნა საშობაო მილოცვა.

“სახალხო-დემოკრატიული” პარტიის დეპუტატმა კარო ფალიანმა თავის facebook გვერდზე სურათი გამაქვეყნა და სომხებს მიულოცა: “მშვიდობიანი მსოფლიოს იმედით, ყველას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს”. სურათს თან ახლავს სომხურად, თურქულად და ინგლისურა მილოცვა.

თურქეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობის “სამართლიანობა და განვითარება” პარტიიდან მარგარ იესაიანმა თავის Twitter-ის გვერდზე სომხურად გამოაქვეყნა საშობაო მილოცვა: 

Leave a Reply