სომხეთის ქართველები ახალ წელს ერთად აღნიშნავენ

სომხეთის ქართული სათვისტომოს წევრების  წლის ბოლო შეხვედრა საახალწლო განწყობით 24 დეკემბერს შედგა. ქართული სიმღერით, ცეკვით, ლექსებითა და კეთილი სურვილებით გაიმართა საახალწლო ღონისძიება.  

 ქართული სათვისტომო „ივერიის“ ხელმძღვანელ სვეტლანა ნამჩევაძის სიტყვებით, 2017 ძალიან დატვირთული იყო ღონისძიებებითა და საამაყო მიღწევებით.  სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავის გარდა, წელს ქართველები სათვისტომოს შექმნის 20 წლის იუბილესაც აღნიშნავენ.

ქალბატონ სვეტლანას ვესაუბრეთ ასევე ახალი წლის აღნიშვნის წეს-ჩვეულებებზე.

„საქართველოსა და სომხეთში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ძალიან არ განსხვავდება. იგივე ბურვაკი,  საცივი… თუმცა, საქართველოში საახალწლო სუფრაზე გოზინაყი აუცილებელია, სომხეთში კი არ არის ძალიან გავრცელებული“.

ქალბატონ სვეტლანას სიტყვებით, ახალი წლის  ერთად აღნიშვნა ტრადიციად არის ქცეული.

„10 წელზე მეტია რაც ერთად აღვნიშნავთ ჩვენ ახალ წელს. ღონისძიების დასაწყისში კრებას ვაწყობთ და ვიხილავთ გასული წლის აქტივობებს. ამის შემდეგ გვაქვს გასართობი პროგრამა ხოლმე, ცეკვა-სიმღერით“.

ღონისძიებას ასევე დაესწრო, სომხეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ნინო აფციაური. მან ხაზი გაუსვა ჩატარებული ღონისძიების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ღონისძიებები კიდევ ბევრი იქნება.

„ივერიელებმა ძალიან კარგად იციან, ერთიანობის მნიშვნელობა. ჩვენ, სომხებსა და ქართველებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მომავალი, მშვიდობიანი კავკასია და განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე“.

 

 

Leave a Reply