დღესასწაულებთან დაკავშრებით სომხეთში ემიგრანტების დაბრუნებას ელოდებიან.

საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშრებით სომხეთში ემიგრანტების რიცხვის კლებას ელოდებიან.

სომხეთში მოსახლეობის გადინება 2017 წელს შემცირდა, განაცხადა სომხეთის მიგრაციის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გაგიკ იეგანიანმა.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში 53.9 ათასზე მეტი ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე ჩამოვიდა, მაგრამ გადინება 32.8 ათასით ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წლის ამავე პერიოდში.

საახალწლოდ, სეზონური მიგრანტები სახლში დაბრუნდებიან. მაგალითად, ნეგატიური ბალანსი 2016 წლის ბოლო თვეებში 86.7 ათასიდან შემცირდა 38.5 ათასამდე. წელსაც მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი მიგრანტი დაბრუნდება ქვეყანაში.

“წელს ინდექსი 10-15 ათასს მიაღწევს”, – დაამატა იეგანიანი.

ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 2,521,000 ადამიანი ჩამოვიდა და ქვეყნა დატოვა 2 ,575 ,000- მა ადამიანმა.

Leave a Reply