25 დეკემბერს, 10:32 საათზე, პოლიციამ სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში ნაძვის ხის ქვეშ საეჭვო ყუთი აღმოაჩინა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზირებული.
სომხეთის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შენობიდან მოხდა ადამიანების ევაკუაცია.
საეჭვო ყუთი აღმოაჩინა ერთ-ერთმა დამლაგებელმა. ყუთზე რექტორის სახელი ეწერა.
შემთხვევის ადგილზე, დაახლოებით ორსაათიანი სამუშაოების შემდეგ პოლიციამ განაცხადა, რომ “ყველაფერი რიგზეა”.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა და პოლიციელებმა შენობა დატოვეს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021