2018 წელს სომხეთში რამდენიმე ახალი მუზეუმი გაიხსნება. კერძოდ, კი საუბარია ფოტოგრაფიის მუზეუმის შესახებ, რომელთან დაკავშირებით შეთანხმება კერძო ინვესტორთან უკვე მიღწეულია. ამის შესახებ დღეს წლიური ანგარისის ჩაბარებისას სომხეთის კულტურის მინისტრმა არმენ ამირიანმა განაცხადა.
“საუბარია არა გიულენის პირადი გამოფენის ორგანიზებასა და ფოტოგრაფიის მუზეუმის შესახებ. სავარაუდოდ, მას ერქმევა აგრეთვე არა გიულერის სახელობის ფოტოგრაფიის მუზეუმი” – აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის ცნობით შემდეგ წელს ასევე გაიხსნება სომხური ხალიჩების მუზეუმი. უკვე ცნობილია ინვესტორის ვინაობა, ასევე ადგილმდებარეობა და ზუსტი შეთანხმება გამოფენასთან დაკავშირებით.
კერძო ინვესტორთან არსებობს ასევე შეთანხმება ახპატის მონასტერში საიათნოვას მუზეუმის გახსნის თაობაზე.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი