სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ “წლის საუკეთესო ფეხბურთელის” ნომინაციაში მიმდინარე წლის ხმის მიცემის შედეგები შეაჯამა.
სომხეთის ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 190 ქულით სომხეთის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ეროვნული ნაკრების კაპიტანი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ჰენრუიხ მხითარიანი დასახელდა, რომელსაც მერვედ თავისი კარიერის განმავლობაში და მეშვიდედ ზედიზედ სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიენიჭა.
ანა სარქისიანი
ჟურნალისტი