რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელ სტუდენტთა უმრაჟლესობა დსთ-ს ქვეყნებიდან არიან. დსთ-ს სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2015-2016 სასწავლო წელს მათი რაოდენობა 106,000-ს აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული სასწავლებლები მეტად მიმზიდველია ყაზახეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის,მაშინ როდესაც სომეხი და ბელორუსი სტუდენტები რაოდენობრივად უფრო ნაკლებს შეადგენენ.
” ამ დროისთვის რუსულ უმაღლეს სასწავლებლებში სომეხი მოქალაქეების რაოდენობა 2,234 შეადგენს.სომთის მოქალაქეები უფრო მეტად არიან დაინტერსებულნი ამერიკული და ფრანგული საგანმანათლებლო სისტემებით”-წერს სააგენტო rusarminfo.ru ევრაზიული განვითარების ბანკის საინტეგრაციო კვლევების ცენტრისა და სააგენტო “ევრაზიული მონიტორის” მიერ შედგენილი ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით.