20 დეკემბერს, საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობას, ილია მეორეს შეხვდა.
ელცმა ილია მეორეს 40 წლიანი მმართველობა მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა და სრულიად სომეხთა კათოლიკოს პარტიარქის, გარეგინ მეორის მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა.
ილია მეორემ აღნიშნა, რომ ქართველ და სომეხი ხალხის ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს, ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ისტორიის რომელიმე მონაკვეთში ორი ერიდან ერთისთვის რთული და გამოცდებით სავსე პერიოდი იდგა, ამ ყველაფერს გავლენა ჰქონდა მერეზე.
ქართველებისა და სომეხი ერის მსგავსებაზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა ორ ახლობელ ერს შორის კავშირი უფრო გაძლიერდეს და უფრი ძლიერ საფუძველზე დამყარდეს.
შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სომეხ ერს წარმატებები უსურვა და დაამატა, რომ “ღმერთი ფარავდეს სომეხ ერსა და ახლობელ სომხეთს”.