Latest posts by Aliq Media (see all)
22-26 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამიტის ზამთრის სესია გაიმართება, სადაც სომხეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა.
ასამბლეის ოფიციალური გვერდის მიხედვით, სიტყვით გამოვლენ დანიის სამეფოს მემკვიდრე პრინცესა, ქვეყნის პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ავსტრიის პრეზიდენტი.
ზამრთის სესიაზე აირჩევიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა საკითხებში ახალი კომისარი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე.
განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის ჰუნმანიტარული შედეგები, ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი, ევროპაში მზარდი ანტისემიტიზმი, ისლამოფობია და ქსენოფობია.