Latest posts by Aliq Media (see all)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინიტროს პირველმა პირმა ელმარ მამედიაროვმა, 20 დეკემბერს, ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან ახალი შეხვედრა, სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებში შედგება, იუწყება სააგენტო “თრენდი”.
“აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრის თარიღის დაზუსტება ჯერ-ჯერობით რთულია, თუმცა მოსალოდნელია რომ ის მომავალი წლის იანვრის შუა რიცვხვებში გაიმართება,” – აღნიშნა მამედიაროვმა, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
როგორც სააგენტო Tert.am იუწყება, 6 დეკემბერს ვენაში ნალბანდიანი-მამედიაროვი შეხვედრა შედგა . შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათვმჯდომარეები.