ედვარდ ნალბანდიანი საბერძნეთის პრეზიდენტს შეხვდა

13 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ათენში იმყოფება, საბერძნეთის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოს შეხვდა, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

შეხვედრაზე საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი მოხარულია მეგობარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხეთსა და საბერძნეთს შორის კავშირების განმტკიცებას.

მიღებაზე მადლობის გამოხატვით, ედუარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ სიმბოლურია დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეზე საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტი.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საბერძნეთის პრეზიდენტს ასევე გააცნო სომხეთისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ერთობლივი ძალისხმევა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.

 

Leave a Reply