Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთში სამუშაოდ წასული მამაკაცები ოჯახებს დაუბრუნდნენ და ჩქარობენ საახალწლო საყიდლებზე წასვლას, სანამ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, ზოგი კი ტრადიციული საზეიმო სუფრის სრულყოფილად მოსაწყობად ბანკში კრედიტის ასაღებად მიიჩქარის.
ჯავახეთის საინფფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ჯავახელები შემოსავლის მიუხედავად ცდილობენ ახალ წელს სავსე სუფრებით შეხვდნენ, თუმცა იციან, რომ საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ვალები და კრედიტები დაედებათ.
საფიქრალისა და ვალების მიუხედავად, ახალი წელი ოცნებებისა და სასწაულების დღეასწაულია, როდესაც ყველა ოჯახი აკეთებს ყველაფერს პირველ რიგში ბავშვების ბედნიერებისთვის. ახალი წელი ჯავახეთში იშვიათი დღესასწაულებიდანაა, როდესაც სამზადისი და სუფრა მთელს ოჯახს აერთიანებს.