11 დეკემბერს, სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქმა გარეგინ მეორემ წმიდა ეჯმიაძინში საქართველო და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი მიიღო.
გარეგინ მეორე მიესალმა ეპისკოპოს შოხის და წარმატებული საქმიანობა უსურვა. მისი უწმინდესობა ასევე შეეხო სომხეთის სამოციქულო და ევანგელურ ეკლესიებს შორის არსებულ კავშირებსა და თანამშრომლობას მსოფლიო ორგანიზაციის პლატფორმებსა და სხვადასხვა სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.
სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიისა და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის თანამშრომლობით.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021