Latest posts by Aliq Media (see all)
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სომეხ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, რუბენ სადოიანმა მზაობა გამოთქვა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ინტენსიურ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა და საგარეო უწყებების როლი ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.