ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომის შედეგად, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რიქს ტილერსონმა და საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვერონიკა როჟე-ლაკანმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
თანათავმჯდომარე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შუამავლობით საერთო ვალდებულება აქვთ და კონფლიქტი უნდა გადაწყდეს ჰელსინკის საბოლოო აქტების ძირითადი პრინციპების საფუძველზე, მათ შორის, ძალის გამოყენების გარეშე დაცული უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობა, ხალხთა თანასწორობა და თვითგამორკვევა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთობლივ ძალისხმევას ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებით გადაწყვეტის შესახებ, როგორც ერთადერთი გზა, რომ შედგეს რეგიონის ხალხებს შორის მშვიდობა. ჩვენ მივესალმებით მაღალი დონის დიალოგის განახლებას ჟენევაში 16 ოქტომბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით. ჩვენ გამოვხატავთ კმაყოფილებას მიმდინარე მოლაპარაკებებთან და მოვუწოდებთ მხარეებს, თავიანთი ძალისხმევა მოახმარონ კონფლიქტის მოგვარებას კომპრომისული გადაწყვეტილებების გზით.
ორი პრეზიდენტის ვალდებულებას დამატებითი დაძაბულობის შემსუბუქების დაწყების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ბაქოსა და ერევანს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის თანამდებობაზე. ასევე განხორციელდეს 2016 წელს ვენის და სანკტ-პეტერბურგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები.
ჩვენი ქვეყნები მზად არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ მხარეებთან რეგიონში მშვიდობის დამყარებაში. ჩვენ მოვუწოდებთ თანათავმჯდომარეებს, რომ გააგრძელონ შუამავლობა მხარეებს შორის, მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძირითადი პასუხისმგებლობა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ეკუთვნით”, – აღნიშნულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების დელეგაციის ხელმძღვანელთა განცხადებაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021