Latest posts by Aliq Media (see all)
ნინოწმინდის მუნიციპლიტეტის სპორტული კომპლექსის იატაკის დაგების სამუშაოები შეჩერებულია.
სპროტული კომპლექსის დირექტორის, ანდრანიკ ღარსლიანის თქმით, შეჩერების მიზეზი უხარისხო სამუშაოებია. მისი სიტყვებით, დაგებულმა იატაკმა მოკლე დროში დეფორმაცია განიცადა.
“რადგან იატაკის დაგების სამუშაოები დასრულებული არაა და გადატანილია შემდეგ წელზე, მოსწავლეები იძულებულები არიან ვარჯიშები ჩაატარონ სხვა შენობაში, რომელსაც ცუდი პირობები აქვს,”აღნიშნა მან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურების სამუშაოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუბენ აზარიანმა აღნიშნა, რომ იატაკის შეცვლის მიზეზი შენობაში არსებული სინოტივე და სიცივეა.
სპროტული დარბაზის იატაკის დაგების სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო, სამშენებლო სამუშაოებს შპს “ჰერმესი” ახორციელებს.